სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

06 მაისი 2021, 12:06 1105 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრა „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიასთან.

ხვიჩიას განმატრტებით, პრეზიდენტი მისგან დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"მას აინტერესებდა ჩემი მოსაზრება თემასთან დაკავშირებით, რატომ ვიყავი კრიტიკული და რატომ მიმაჩნდა  იმ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, რომელსაც მივაღწიეთ შარლ მიშელის და დანიელსონის დახმარებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღესვე პრეზიდენტი, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მათ პოზიციას მოისმენს.

ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში