პარლამენტის წევრები "სინოფარმის" ვაქცინით იცრებიან

06 მაისი 2021, 13:29 1080 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრები ვაქცინაციაში ჩაერთნენ.

დეპუტატები აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით იკეთებენ. 

პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო. 

"საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიხარულოა. ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს, ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილურების მაჩვენებელს"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში