პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი - ანდრია ჯაღმაიძე

06 მაისი 2021, 15:35 1033 ნახვა

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და  საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტს გამოეხმაურა.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ძმურად და სამართლიანად გადაწყდება.

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯთან მომხდარი ინცინდენტი ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა ივერი მელაშვილის ქმედება იმ ადგილზე, სადაც სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორც პროვოკაცია ისე აღიქმებოდა.  მისივე თქმით, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში