საბერძნეთში შრომის რეფორმას აპროტესტებენ

06 მაისი 2021, 17:37 1000 ნახვა

საბერძნეთში შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ  საპროტესტო აქციები და გაფიცვები დაიწყო.  აქციები ათენსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იმართება. მუშათა პროფესიულმა კავშირებმა  ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა გადაწყვიტა. 

აეროპორტებში გადადებულია ან გაუქმებულია ავიარეისები. გაფიცვა საბორნე მიმოსვლასაც შეეხო.  აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შრომის კანონმდებლობის დაგეგმილი რეფორმის გამო.  ცვლილებები ეხება დისტანციური მუშაობის წესებს.  

პროფკავშირების აზრით,  რეფორმა გააუარესებს  დასაქმებულების  მდგომარეობას და შრომის პირობებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში