''სააფთიაქო ნარკომანიის'' ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს 

07 მაისი 2021, 10:36 3948 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები თბილისის 5 აფთიაქში გამოავლინა. უწყების ცნობით, აფთიაქებიდან უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში