ინდოეთში კორონავირუსით 3 915 ადამიანი გარდაიცვალა

07 მაისი 2021, 11:47 876 ნახვა

კორონა ვირუსის შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი ინდოეთში.  ბოლო  24  საათში  ქვეყანაში კორონავირუსის 414  ათას 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 915 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 21 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 234 083 ადამიანი. კორონა ვირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში 304 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 22 ათას 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში