ვაქცინაცია ეტაპობრივად აკრეფს საჭირო სიჩქარეს - ჯანდაცვის მინისტრი

07 მაისი 2021, 14:54 957 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ხოლო ორმაგი ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს 9 000 მოქალაქეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებაც იგეგმება და მზადება მიმდინარეობს. 

''საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაცილებით მეტი რაოდენობას მოსახლეობას მივეცით ხელმისაწვდომობას ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს წვდომა ვაქცინაზე, რომელიც ასევე მიწოდების უსაფრთხოებითაც არის უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა, რათა დავაკმაყოფილოთ ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კვირის მანძილზე  შევძელით და მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო მოწოდებული, ეს იყო დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი სამი ათასი.

გუშინ ჩვენ გვყავდა სამი ათასზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი.

ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს. ისევე როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს მზადება, არჩეული იქნება ოთხი მსგავსი დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში