საუდის არაბეთში აცრის გარეშე სამსახურში მისვლა აიკრძალა

07 მაისი 2021, 17:05 1103 ნახვა

საუდის არაბეთში სახელმწიფო და კერძო კომპანიების თანამშრომლებს  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გარეშე სამსახურში გამოცხადება  აუკრძალეს. ამის შესახებ  სამეფოს კადრებისა და სოციალური განვითარების სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ვაქცინის მიღება აუცილებელი პირობა იქნება ყველა სახელმწიფო, კერძო და საქველმოქმედო სექტორებში დასაქმებულებისთვის -აღნიშნულია დოკუმენტში.  

ამ დრომდე  34 მილიონიან საუდის არაბეთში ვაქცინის 10 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში