ბელარუსში გამარჯვების დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

07 მაისი 2021, 17:09 1089 ნახვა

ბელარუსის ოპოზიცია დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს აქციას გეგმავს.  ბელარუსის პრეზიდენტის, მოწინააღმდეგეების თქმით, აქციების მიზანი არჩევნების გაყალბების გაპროტესტება და ბელარუსი ხალხისთვის არსებული რეჟიმის მიუღებლობის ჩვენება იქნება.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, პაველ ლატუშკომ ბელარუსში არსებულ ვითარებას ყველაზე მძიმე ტერორი უწოდა, რაც კი ევროპას 40 წლის განმავლობაში უნახავს და ევროკავშირს უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში