ბათუმის ახალი სტადიონის ჰიბრიდული მინდვრის საფარი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია

07 მაისი 2021, 19:51 1590 ნახვა

ბათუმის საფეხბუთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა და მოედანი ეროვნული ლიგის, დინამო ბათუმისა - დინამო თბილისის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

"მინდვრის საფარი მოწყობა ბრიტანულმა წამყვანმა კომპანიამ “Sispitches”-მა უზრუნველყო კომპანია ანაგის სახსრებით. მინდვრის ჰიბრიდული საფარი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ საფართან ერთად მოეწყო. მისი სიმტკიცე რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამდეგობისა და კილიმატური პირობების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს მოედნის ჰიბრიდული მინდვრის საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე როგორებიცაა: მილანის „სანსირო” და ბარსელონას „კამპნ ნოუ“. - წერს აჭარის პროექტების მართვის კომპანია.

ბათუმის ''დინამოსა'' და თბილისის ''დინამოს'' შეხვედრა 8 მაისს 20:15 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში