ნინოწმინდის პანსიონი შემოწმდება

08 მაისი 2021, 12:01 1095 ნახვა

გაეროს ბავშვთა კომიტეტის წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ გაეროს 5 მაისს მიმართეს საჩივრით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს საჩივარი დააკმაყოფილა და დროებითი ღონისძიება გამოსცა.

2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა.

ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ მის წარმომადგენლობას პანსიონატში არ შეუშვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში