ბათუმის საკალათბურთო კლუბი სუპერლიგაში დარჩა

09 მაისი 2021, 10:25 1228 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა “ბათუმმა'' სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო სერიის მესამე მატჩიც მოუგო “ა” ლიგის ფინალისტ “კავკასიას” და ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან აიცილა.


სერიის მესამე მატჩის წინ ბათუმელები 2-0-ს იგებდენ. გადამწყვეტი კი სერიის მესამე თამაში გახდა, რომელიც თბილისში გაიმართა და ბათუმელებმა ''კავკასია''  დიდი ანგარიშით 106-79 დაამარცხა და ქვეყნის მთავარ საკალათბურთო ლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ანტუან ჯონსონმა ჩააგდო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში