4 ოჯახი დამწვარი ძეგლის რეაბილიტაციის მოლოდინში

09 მაისი 2021, 15:02 1752 ნახვა

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე  დამწვარი სახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო პირობების მიხედვით , გამარჯვებულ კომპანიას  ჭერის , იატაკის და კედლების რეაბილიტაცია ევალება, ასევე უნდა დაამონტაჟოს ახალი ელექტრო სადენები. შემდეგ ბინებს მეპატრონეები დაუბრუნდებიან.  ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით დამწვარ  ორ სართულიან სახლს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება. პროექტის ღირებულება 600 ათასი ლარია და სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.   ცნობისთვის , ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ორ სართულიან  სახლს ხანძარი  გასულ წელს,  2020 წლის მარტში გაუჩნდა,  ხანძრის შედეგად 4 ოჯახი დაზარალდა, ისინი მერიამ ქირით გადაიყვანა , რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 27 ათას 460 ლარი იხარჯება, ეს თანხა დაზარალებულების 9 თვით კომპენსირებას გულისხმობს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში