ბათუმსა და ქობულეთში იმუნიზაციის კაბინეტები დაემატება

10 მაისი 2021, 11:03 1339 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში ვაქცინაციის კაბინეტები დაემატება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 12 მაისიდან საზღვაო ჰოსპიტალში ორი კაბინეტი იმუშავებს, სადაც მოქალაქეებს ''სინოფარმის'' ვაქცინას გაუკეთებენ. სპეციალურ პორტალზე აღნიშნული კაბინეტები უკვე დამატებულია და ყველა ადგილი შევსებულია. 

მეორე კლინიკა, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციას შეძლებენ ქობულეთის სამედიცინო ცენტრია. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაშიც ორი კაბინეტი იმუშავებს. 

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე რეგიონში ''სინოფარმით'' ვაქცინაციისათვის 8 კაბინეტი იყო გახსნილი, 3 ბათუმის 5 კი მუნიციპალიტეტებში. 

რაც შეეხება ''ასტაზენეკასა'' და ''ფაიზერს'', როგორც ცნობილია ფაიზერით ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოოფში მიმდინარეობს, ''ასტრაზენეკათი'' კი კლინიკა ''მედცენტრში'' და ბიემსიში. 

რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 5576 მოქალაქე, მათ შორის ''ფაიზერით''  3084, ''ასტრაზენეკა'' გაიკეთა 1732 პირმა, ხოლო ''სინოფარმი'' 760-მა. 

ჯავშანი სულ 4501: ''ფაიზერზე'' - 262,  ''ასტრაზენეკა'' - 1233, ''სინოფარმზე'' კი 3006. ამ ეტაპზე თავისუფალია ადგილები შუახევსა და ხულოში. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში