მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა

10 მაისი 2021, 13:40 1246 ნახვა

მსოფლიო რაგბიმ, საქართველოს რაგბის დაფინანსება აღადგინა. 

ქართული მხარე საერთაშორისო სარაგბო ორგანიზაციიდან ფინანსურ დახმარებას 2020 წლის ნოემბრიდან ვერ იღებდა, რის მიზეზადაც მენეჯმენტში არსებული ხარვეზები და რამდენიმე გადადებული საარჩევნო ყრილობა სახელდებოდა.

კონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნა წარადგინა, რაც მსოფლიო რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა დაფინანსების აღდგენისთვის საკმარისად მიიჩნიეს.

"შეჩერების მიზეზი იყო რაგბის კავშირის მენეჯმენტში არასტაბილურობა. რამდენჯერმე ჩაშლილი არჩევნები და მართვაში დაფიქსირებული ხარვეზები. დაფინანსება არის საკმაოდ მოცულობითი, მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტია. მიიღეს გადაწყვეტილება და შეაჩერეს, სანამ არ დაინახეს, რომ მენეჯმენტში და რაგბის კავშირის მართვაში არის სტაბილურობა და საიმედო ხელშია.

 

ჩვენ ამ თვენახევრის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა მათთან, არაერთი საბუთი წარვუდგინეთ, ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. ბოლოს შედგა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რაგბის ყველა წამყვანი პირი მონაწილეობდა. წარვადგინეთ პრეზენტაცია თუ რა გეგმები გვაქვს, რა ხედვა გვაქვს და ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილების მასტიმულირებელი მათთვის.

 

ეს დაფინანსება  მნიშვნელოვანია ჩვენთის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმებია დაკავშირებული მასთან. დაფინანსების შეჩერება კი სერიოზულ სირთულეებს ქმნიდა.

გრაფიკი გადაიხედება და ფორსირებულად დაიწყება გადმორიცხვები"-განაცხადა აჭარის მაუწყებელთან რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო რაგბი დარწმუნდა, რომ საიმედო ხელშია ქართული რაგბის მართვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში