ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი ფერმაში მოკლეს - დაკავებულია 1 პირი

10 მაისი 2021, 17:09 842 ნახვა

ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც 60 წლამდე მამაკაცმა 38 წლის მწყემსი მოკლა. 

პოლიციამ ასპინძაში მომხდარი, განზრახ მკვლელობის, ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში