საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

10 მაისი 2021, 23:28 2892 ნახვა

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. 

"დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტახნის წინ "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში