აჭარაში კორონავირუსის 127 შემთხვევა გამოვლინდა 

11 მაისი 2021, 10:58 1442 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 127 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 173 პაციენტი.

კლინიკა დატოვა 47-მა მოქალაქემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი, კოვიდმიმღებ კლინიკებში კი  მკურნალობას გადის 441 პირი, კოვიდ სასტუმროში 282, ხოლო ონლაინ კლინიკაში 776 მოქალაქე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 715 პირი, აჭარაში - 1 821.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში