უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება - თამარ გაბუნია

11 მაისი 2021, 12:19 1532 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანა უკვე პიკურ პერიოდშია, რაც სავარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

თამარ გაბუნიას განმარტებით, კარგია ის, რომ შემთხვევების ნახტომისებრი მატება არ არის. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებულია.

"გუშინდელი მონაცემით 31 გარდაცვალებაა, რაც ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების და როგორც ადრეც აღინიშნა გარდაცვალების შემთხვევების მატება მოჰყვება შემთხვევების მატებას 2 კვირიანი დაგვიანებით"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს",-აცხადებს გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში