ყაზანის სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

11 მაისი 2021, 13:45 854 ნახვა

ყაზანის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მანამდე, თათრეთის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ დაღუპულია შვიდი მოსწავლე, ოთხი ბიჭი და სამი გოგონა, ყველა მათგანი მერვე კლასის მოსწავლე იყო. ასევე ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი - თორმეტი ბავშვი და ოთხი ზრდასრული პირი.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ყაზანში, 175-ე სკოლაში ორმა შეიარაღებული პირმა ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთი მათგანი დაკავებული, მეორე კი ლიკვიდირებულია. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში