აჭარაში ვაქცინაციის მიმწოდებელი დაწესებულების და ამცრელი კაბინეტების რაოდენობა დაემატება - ნინო ნიჟარაძე

11 მაისი 2021, 14:45 1041 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  რეგიონში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს "სინოფარმზე"ვაქცინაცია და პროცესი ხორციელდება 9 სამედიცინო დაწესებულებაში.

მისივე თქმით, დაცულია გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის პროცესი. 

"ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია ხორციელდება 3 სამედიცინო დაწესებულებაში, "ფაიზერით" კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც სრულდება 15 მაისს. ყოველდღურ რეჟიმში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, მიმდინარე კვირაში ჩვენ ველოდებით ქობულეთში, ხოლო მომდევნო პერიოდში როგორც ბათუმში, ასევე მიმდებარე ტერიტორიებში დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის განმარტებით, მომდევნო დღეებში ამცრელი კაბინეტების რაოდენობა დაემატება და სამუშაო საათებიც გახანგრძლივდება.

"ვინც ვერ მოახერხა რეგისტრაცია, მომდევნო დღეებში  უნდა შეეცადოს დარეგისტრირება, ვინაიდან ვაქცინაციის მიმწოდებელი დაწესებულების და ამცრელი კაბინეტების რაოდენობა დაემატება. ასევე გაიზრდება სამუშაო დღეების რაოდენობაც, ისინი იმუშავებენ როგორც უქმეებზე, ასევე შესაძლოა დღის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობაც გახანგრძლივდეს"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ამ ეტაპისთვის აჭარაში 6 000-ზე მეტი პირია აცრილი, მათ შორის "სინოფარმით" 1000-ზე მეტი პირი. 3000-ზე მეტი მსურველს კი "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის ვიზიტი დაჯავშნილი აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში