ქვეყანაში ''ინდური შტამის'' არცერთი შემთხვევა არ დაფიქისრებულა

11 მაისი 2021, 15:53 1056 ნახვა

​ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ე.წ. ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

​რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ შტამებთან, თამარ გაბუნიას თქმით, ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ბაზარზე შემოსული ვაქცინები თანაბრად ეფექტურია.

 ,,ფაიზერმა'' დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალაეფექტურია ყველა შტამტან მიმართებაში, სხვა მწარმოებლები  ამბობენ, რომ შესაძლოა გარკვეული შესუსტება იყოს ეფექტურობის, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროგრამას“ - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში