იმუნიზაციის საბჭო „სინოვაკის“ შედარებით ადრეულ გამოყენებას მთავრობასთან განიხილავს

11 მაისი 2021, 16:02 969 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ადრეული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე გამოყენების საკითხის მთავრობასთან განხილვას.

გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების პროცესი მაისის ბოლომდე თუ არ დასრულდა,

"ჯერ-ჯერობით "სინოვაკის" გამოყენება არ ხდება, რადგან დათქმა რა პირობითაც ქვეყანაში სინოვაკი შემოვიდა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინი, ჯერ მათი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. თუმცა არის სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური ძალიან კარგი დასკვნა. ამ დასკვნის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება ძალიან მაღალია, იმუნიზაციის და ვაქცინაციის  საბჭომ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას "სინოვაკის" შედარებით ადრეულ ეტაპზე გამოყენების თაობაზე, ვიდრე ჯანმოს ავტორიზაცია დასრულდება და ვფიქრობ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს ჩინეთიდან "სინოვაკის" 100 000 დოზა აქვს მიღებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში