აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 მაისი 2021, 10:49 1226 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდი კიდევ 102 ადამიანს დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 126 მოქალაქე. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 470 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 89, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 5 პირი.

772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში