ბათუმში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

12 მაისი 2021, 11:23 1277 ნახვა

ბათუმში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. 13 მაისიდან ქალაქში იმოძრავებენ, როგორც ავტობუსები, ასევე სამარშრუტო ტაქსები. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა. აკრძალვა არ ეხებოდა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას. 

''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები. ხვალ დილიდან კი ძველი გრაფიკით იმოძრავებენ. 

რაც შეეხება კორონავირუსზე მძღოლების ტესტირებას, უწყების ინფორმაციით, ტესტირების პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება. 

მგზავრობის დროს აუცილებელია პირბადის ტარება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 20:30-მდე იმუშავებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში