დაძაბული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის - კონფლიქტში სამხედრო ავიაცია ჩაერთო

12 მაისი 2021, 11:55 1250 ნახვა

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში. დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის, იერიში მიიტანეს თელ-ავივზე. ასობით რაკეტა გაისროლა ღაზისკენ ისრაელმაც.  ქვეყნის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულები არიან „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა. ამასთან, ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ კიდევ სამი ლიდერის სახლები გაანადგურა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებში, ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ერთ-ერთ სამშობიაროშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ ახალშობილები დერეფანში ჰყავთ გაყვანილი. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ მოძრაობა ჰამასს თავისი ქმედებები ძვირად დაუჯდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში