''სინოფარმის'' პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებულია 

12 მაისი 2021, 12:29 2037 ნახვა

booking.moh.gov.ge-ზე ''სინოფარმის'' პირველი დოზის დასაჯავშნად რეგისტრაცია შეჩერებულია. პორტალზე მონაცემების შევსების დროს მოდის შეტყობინება, რომ 12 მაისიდან პროცესი შეწყდა. 

დღეს, 20:00 საათიდან რეგისტრაციას მხოლოდ ის მოქალაქეები მოახერხებენ, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ 25 მაისიდან 10 ივნისამდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა კი სურვილისამებრ ხდება. 

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ''სინოფარმის'' დაახლოებით, 10 000 დოზა სტრატეგიული ჯგუფებისთვის - პოლიციისა და პენიტენციური სისტემაში ჩართული ადამიანებისთვის არის დარეზერვებული.

სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა.

12 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა. სრულად კი ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში