ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე ლოდები ჩამოიშალა

12 მაისი 2021, 13:25 6015 ნახვა

ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდის ლოდები ჩამოიშალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. საავტომობილო გზაზე დიდი ზომის ლოდები ჩამოცვივდა.

დაზიანებულია გზის პირას მდგარი ერთი შენობა. შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან. 

გზის მხოლოდ ერთი ნაწილია თავისუფალი და ამ ეტაპზე გადაადგილება სრულად შეზღუდული არ არის. 

შემთვევის ადგილას სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. 

აღნიშნულ მონაკვეთზე, კლდეზე დამცავი ჯებირები არის, თუმცა დაზიანებულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში