ხვალიდან საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება

12 მაისი 2021, 14:46 1022 ნახვა

ხვალიდან, 13 მაისიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ ტესტირება ჩატარდა ყველა საბავშო ბაღში, ასევე საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

თენგიზ აფხაზავას თქმით, ტესტირების შედეგად არც ერთ პედაგოგს კორონავირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად ყველა ბაღი მზადაა განაახლოს სასწავლო პროცესი.

გამონაკლისი იქნება მეათე საბავშო ბაღი, სადაც კორონავირუსი უქმეებამდე რამდენიმე აღმზრდელს ერთად დაუდგინდა.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ იქ სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირის დაგვიანებით განახლდება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ხორციელდება. მისივე თქმით, დიდი ალბათობით ვაქცინაციის პროცესში სკოლის პედაგოგებთან ერთად საბავშვო ბაღის პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში