საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

12 მაისი 2021, 15:03 1276 ნახვა

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მეტი   სიფრთხილისკენ  და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. განსაკუთებით იმ ქალაქებში, სადაც მათივე  ცნობით, თავდასხმები ინტესიურად ხორციელდება. ესენია: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.  საელჩოს ინფორმაციით,  საგანგებო  მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქ ლოდში.     ქალაქიდან გასულ მოქალქეებს კი მკაცრად აფრთხილებენ, დროებით თავი შეიკავონ დაბრუნებისგან. უწყება აცხადებს, რომ მოქალაქეებმა  სამართალდამცავების მითითებები უნდა გაითვალისწინონ, რადგან მდგომარეობა  სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადია. ისრაელის საელჩო ავრცელებს, ასევე ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს იქ მცხოვრები  ქართველებისთვის.  სხვადასხვა ქალაქში არსებულ საომარ ვითარებაზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც  საჰაერო იერიშების დროს თავს ე.წ  ბუნკერებს აფარებენ. აცხადებენ, რომ სიტუაცია უმართავია და  მიაჩნიათ, რომ გამოსავალი ახლა მხოლოდ მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმებაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში