ისრაელ-პალესტინა შორის განახლებული კონფლიქტი

12 მაისი 2021, 18:02 1361 ნახვა

ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმას ისრაელის 6 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ისრაელში მცხოვრები არაბები.   ჰამასის ბოევიკებმა ტანკსაწინააღმდეგო მმართვადი რაკეტა გაუშვეს ისრაელის სამხედრო ჯიპის მიმართულებით, რომელიც საზღვართან იმყოფებოდა. დაიღუპა ერთი  და დაშავდა სამი ებრაელი.

დღეს დილას ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ორშაბათის შემდეგ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა და ჭურვი გაუშვეს. საპასუხოდ ისრაელის არმია ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის სამიზნეებს უტევს და აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ამ დაჯგუფებების სამხედრო ფრთების მეთაურები და ლიდერები, ასევე სარაკეტო დანადგარები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს  ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის შექმნილი ვითარების გამო. ვაშინგტონი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში