ლოდების ცვენა სარფთან, არავინ დაშავებულა

12 მაისი 2021, 20:08 1862 ნახვა

სარფში კლდოვანი ქანებიდან ქვათაცვენის მორიგი შემთხვევა. ლოდების ჩამოცვენას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბადის არსებობის მიუხედავად ქვათაცვენისგან დაცვა ვერ მოხერხდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამცავი დაზიანებულია. 

ჩნდება კითხვა, არის თუ არა კვლავ მოსალოდნელი ლოდების ჩამოცვენა და რა პრევენციულ ზომებს მიმართავს პასუხისმგებელი უწყება?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში