საქართველო მკაცრად გმობს ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს - ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 23:43 1128 ნახვა

მკაცრად ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

მისივე განცხადებით, სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

"ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“, - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში