ბათუმის მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა

13 მაისი 2021, 10:07 1536 ნახვა

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველის მუფთმა, ადამ შანთაძემ შეასრულა.

„ერთთვიანი მარხვის შემდეგ ბაირამი არის სულიერი ამაღლებისა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული. ყველა მორწმუნეს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. ვლოცულობთ ქვეყნისთვის, მსოფლიოში მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ მალე გავიმარჯვოთ პანდემიაზე“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში