ამ ეტაპზე ისრაელში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ევაკუაციის საკითხი არ დგას - დავით ზალკანიანი

13 მაისი 2021, 13:23 1431 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას.

„ჩვენი თანამემამულეების ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე არის გადასული, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ გაუწყეთ, რომ მცირე დაზიანება მიიღო ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ძალიან უმნიშვნელო. მის ჯანმრთელობას საფრთხე უკვე არ ემუქრება, გაწერილია საავადმყოფოდან. მასთან მუდმივ კავშირზე არის ჩვენი საელჩო.. ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მხრიდან არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ იყოს გამონახული მოლაპარაკების საშუალება, რათა სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის მხრივ და საზოგადოებას, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიანად გააგრძელოს ცხოვრება ისრაელის ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში