გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ოჯახი აპროტესტებს

13 მაისი 2021, 14:46 1100 ნახვა

გიგა ფარტენაძის მკვლელის გათავისუფლებას  მოკლულის ოჯახი აპროტესტებს. კობა ფარტენაძის თქმით, მისი ძმის მკვლელობაში ბრალდებულს  33 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპროცესო შეთანხმების შედეგად,  ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.  მკვლელობის  საქმეზე  სამიდან ერთი გაათავისუფლეს, ორი კი კვლავ პატიმრობაში რჩება. სატელევიზიო კომენატარს არ აკეთებს ბრალდებულის ადვოკატი. იურისტმა  სატელეფონო საუბრის დროს განმარტა,  რომ შოთა შანიძე არ გათავისუფლებულა და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.  უცნობია პროკურატურის პოზიცია, რადგან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში