ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ვარაუდობენ

13 მაისი 2021, 15:05 1532 ნახვა

პალესტინა ისრაელს ღაზის სექტორში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულებს მომწამვლელი აირებით გაგუდვის ნიშნები აღენიშნებათ. ამჟამად სპეციალისტები გარდაცვლილთა ბიომასალებს იკვლევენ.  პალესტინის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ღაზის სექტორზე იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, 487 ადამიანი დაიჭრა.  ისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა. ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ღაზის სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში