არჩილ თალაკვაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

13 მაისი 2021, 18:20 1005 ნახვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისასალმებელია, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.

მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.

ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია" - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში