საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

14 მაისი 2021, 11:07 1324 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 070 ადამიანი, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 38 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 651, „პისიარ“ ტესტით – 10 817.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,61%, ბოლო 14 დღის – 5,35%, ბოლო 7 დღის – 4,4%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 168, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 41, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 327 831 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 334 გამოჯანმრთელდა, 4 397 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 81 076 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 722.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში