ინტერნეტიზაციის პროექტი ქობულეთის 13 დასახლებულ პუნქტშიც განხორციელდება - ეკონომიკის მინისტრი 

14 მაისი 2021, 14:28 897 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქობულეთში ივლისიდან დაიწყება 50-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა 13 დასახლებული პუნქტისთვის და 10 500 ადამიანისთვის. 

ნათია თურნავას თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან კი დაემატება მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი.

„ასაშენებელი გვაქვს 5000 კილომეტრის მაღალი ხარისხის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა.  წვდომა ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება, ეს არის 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეს არის 140-კილომეტრიანი ქსელი, 49 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 29 000 ადამიანი, ვინც უკვე ეზიარა ამ სიკეთეს.

მომავალი წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები. 2025 წელს ეს პროექტი დასრულდება და მოიცავს სრულიად საქართველოს“, - განაცხადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში