საერთაშორისო გამოხმაურება

14 მაისი 2021, 14:43 1209 ნახვა

გერმანიის კანცლერი ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევებს ტერორისტულ აქტებს უწოდებს, რომელთა გამართლება შეუძლებელია. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.

შტეფენ ზილბერტის თქმით, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას  დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ისრაელსა და ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.  უკვე საკმაოდ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ეს კონფლიქტი რეგიონში რადიკალიზაციისა და და ექსტრემიზმის მხოლოდ გაძლიერებას მოიტანს", - განაცხადა გუტერეშმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში