აჭარაში ტურისტების ჩამოსვლა სამიზნე ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული - თინათინ ზოიძე

14 მაისი 2021, 16:53 1875 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანა დამოკიდებულია, როგოც საქართველოში, ასევე აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. 

თინათინ ზოიძე ამბობს, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობენ. მისივე თქმით, ბათუმის აეროპორტში ხუთი მიმართულებით ხორციელდება რეგულარული ფრენა და დამატებით რეისებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

''პანდემიამ იმდენად შეცვალა დღის წესრიგი, ტურისტის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში დამოკიდებულია სამიზნე ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც ყოველ ორ კვირაში იცვლება. მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობასთან. 

ვიზიტორთა ოდენობა და ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გათვლას და პროგნოზს საჭიროებს დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე'' - ამბობს თინათინ ზოიძე. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ტურიზმის სექტორის ვიზიტორების მისაღებად ემზადება. 

''მიმდინარეობს ტურისტული სეზონისთვის მზადება, ყველა ის პროტოკოლი, რაც აუცილებელია ვიზიტორის მასპინძლობისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებობს და კერძო სექტორისთვის ცნობილია.​ ტურიზმის სექტორს დაწყებული აქვს ადაპტაცია, რაც საშუალება მისცემს, როგორც კი ნაკადები შემოვლენ უმასპინძლონ და სერვისები შესთავაზონ'' - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ტურიზმის სფეროს ექსპერტები სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვენ, ასევე აცახდებენ, რომ ვიზიტორების მოსაზიდად აუცილებელია ''კომენდანტის საათის'' მოხსნა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში