პლაჟებთან დაკავშირებით შემუშავებულია სპეციალური რეგულაციები - თინათინ ზოიძე

14 მაისი 2021, 17:01 1803 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პლაჟებთან დაკავშირებით სპეციალური რეგულაცია შეიმუშავა.

თინათინ ზოიძის განცხადებით, რეგულაციები გულისხმობს იმ სტანდარტებს რაც არის ჰიგიენის და დისტანციის დაცვა, მათი მონიტორინგი.

მისივე თქმით, განსაზღვრულია კონკრეტული უწყებები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს გაუწევენ მონიტორინგს.

"მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას.

ყველა შემუშავებული სტანდარტი ზედმიწევნით უნდა დავიცვათ, რომ გვქონდეს  შესაძლებლობა ეკონომიკური საქმიანობა მაქსიმალურად აღვადგინოთ და სახელმწიფოს ჰქონდეს შეზღუდვების შერბილების ან ,,კომენდანტის საათის'' მოხსნის შესაძლებლობა"-განაცხადა თინა ზოიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში