მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი ქედაში

15 მაისი 2021, 12:33 920 ნახვა

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ.

მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში