თხილვანელები დამეწყრილ ტერიტორიას ისევ არ ტოვებენ

15 მაისი 2021, 12:27 1264 ნახვა

სტიქიურ ზონას  თხილვანელები კვლავ არ ტოვებენ. მიუხედავად იმისა რომ მათ აჭარის მთავრობისგან 25-25 ათას ლარიანი კომპენსაცია მიიღეს დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრებას განაგრძობენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  მცხოვრებლებს უსაფრთხო ადგილას გადასვლას ურჩევს, თორნიკე რიჟვაძეს იმედი აქვს  რომ მოსახლეობა ნაკისრ ვალდებულებებს მალე შეასრულებს და გეოლოგიურად აქტიურ ზონას დატოვებს.  ცნობისთვის,  სოფელ თხილვანაში საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყრული პროცესები 2017 წელს გააქტიურდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში