სემინარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის

15 მაისი 2021, 12:23 1246 ნახვა

“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები”- სემინარი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე,  ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.

ახალგაზრდებმა  ინფორმაცია მიიღეს ანტი-დასავლური პროპაგანდის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში