პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის საქმე

15 მაისი 2021, 15:20 1084 ნახვა

პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის საქმე - პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2006 წლის 27 მარტს, დაკავებულმა,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში