ისრაელმა ღაზას სექტორში "ალჯაზირასა" და "ესოშიეთიდ პრესის" შენობა დაბომბა

15 მაისი 2021, 18:37 1492 ნახვა

ღაზას სექტორში მდებარე შენობაზე, სადაც მედიასაშუალებები "ალ ჯაზირა" და "ესოშიეთიდ პრესის" წარმომადგენლობები იყო განთავსებული, ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს. მოსალოდნელი სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. აქედან გამომდინარე ყველა ადამიანის ევაკუაცია დაბომბვამდე  ერთი საათით ადრე განხორციელდა. იერიშის შედეგად შენობა სრულად განადგურებულია.

მანამდე კი ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ოთხსართულიანი სახლი ჩამოიშალა, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაცია „ალ-ჯაზირამ“ აფეთქებამდე 1 საათით ადრე გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პალესტინელი მაშველების განცხადებით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

  ისრაელმა ავიაიერიში დღეს დილით ადრე განახორციელა და მაშველები შენობის ნანგრევებში ადამიანების ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ, რადგან ეჭვობენ, რომ იქ კიდევ მეტი მოქალაქეა მოყოლილი.  ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა  რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.  დაშავებულთა ოდენობა 1000-ს აღემატება.  ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია მოძრაობა „ჰამასის“ ათობით მებრძოლი. გასული ღამის განმავლობაში აშდოდისა და ბეერშევას მიმართულებით, ღაზას სექტორიდან 200-მდე რაკეტა გაუშვეს. ბეერშევაში იერიშის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში