ასელ აიპტაევას საქმე

16 მაისი 2021, 20:35 1056 ნახვა

26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი, მურად მეირბეგოვი, ყაზახეთში დააკავეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით  ასელთან  არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში