7 ივნისიდან LOT-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს

17 მაისი 2021, 09:44 822 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება.

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას ავიაციის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ვარშავა - ბათუმი - ვარშავა, 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში